შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

2022 წელს ემიგრანტად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე იქცა – საქსტატი

2022 წელს ემიგრანტად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე იქცა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც უწყებამ ლევან ბეჟაშვილს სადეპუტატო კითხვის პასუხად გაუგზავნა.

ცნობისთვის, ემიგრანტად ითვლება პირი, თუ მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და მის ფარგლებს გარეთ 12 თვის განმავლობაში 183 დღეზე მეტი გაატარა.

აღსანიშნია, რომ 2012 წელს ემიგრანტად ქცეული მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები – 60 307 იყო.

რაც შეეხება წინა წლებს, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს ემიგრანტად 80 351 საქართველოს მოქალაქე იქცა, 2020-ში – 43 349, 2019 წელს – 81,978; 2018 წელს – 76,367 მოქალაქე.