შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

26 ივლისამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

24 ივლისს დღის ბოლოდან 26 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.