შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

6 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოვა

6 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში სიტყვით გამოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება უკვე დაგეგმილია.

პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა გაიმართოს.

“პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.