თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს (ფოტო)

“ნაცემია კიდევ ერთი ტრანსგენდერი, სახელად ამანდა. რა ჯანდაბა ხდება ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში? სამ ჯარისკაცს უცემია ქალი. ექიმებს გამოუვლენიათ ტრანსფობია. ყველა დასასჯელია, ყველა. ექიმს უნდა დაატოვებინონ პრაქტიკა, ჯარისკაცები სისხლის სამართლით – ციხეში. ეშმაკების შაბაშია ამ გათახსირებულ ქვეყანაში” – წერს Nino Moses.

ტრანსგენდერ ქალს სახლში დასვენების გარეშე, პირდაპირ სასაფლაოზე დაკრძალავენ

ტრანსგენდერი ქალი ლიკა, რომელმაც სიცოცხლის ბოლო თვეები საავადმყოფოში გაატარა, გარდაიცვალა. ოჯახი მის დაკრძალვას პანაშვიდის გარეშე პირდაპირ სასაფლაოზე გეგმავს. ლიკას ბებიის აზრით, ავადმყოფობის გამო ცხედარი “საშიშია” და მისი სახლში დასვენება პანაშვიდზე მისული ხალხის ჯანმრთელობას “საფრთხეს” შეუქმნის. კითხვაზე, ვინ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახს ამ “საშიშროების” შესახებ, ლიკას ბებია ვერ გვპასუხობს, თუმცა დარწმუნებით იმეორებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ “სიფრთხილეა” და არა ლიკას გენდერული იდენტობა.   “პირდაპირ უნდა წავიყვანოთ სასაფლაოზე. ჩემი შვილი[ლიკას დედა] ნაქირავებში ცხოვრობს. ლიკას ისეთი დაავადებები ჰქონდა, რომ ბინაში არავინ შეგვიშვებდა, საშიში იყო ყველანაირად, თორემ ჩვენ არაფერს არ დავიშურებდით მის გამო. ჩვენ…