პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

(რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს. როგორც წირვაზე მყოფი თვითმხილველი აცხადებს, ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო. მისი უწმიდესობის ჯანმთრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამჟამად ცნობილი არ არის.   წყარო: resonancedaily.com