სისხლიანი გარჩევა ხაშურში მსხვერპლით დასრულდა

სისხლიან გარჩევას ხაშურში ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.ორი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა,ისინი ხაშურის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა წუხელ ხაშურში მოხდა,ხაშურელ და ბაკურიანელ ახალგაზრდებს შორის.მოკლულიც და დაჭრილებიც ბაკურიანელები არიან.შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდო მკვლელი იდენფიცირებული ყავს თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

84, 465 ლარი შეადგინა პარლამენტარ ეკა ბესელიას წლიურმა ხელფასმა!

ეკა ბესელია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, უკვე მეორედ, პარლამენტარის მანდატის მფლობელი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა. იმის გარკვევა, თუ რა ქონებას ფლობდა დეპუტატი პარლამენტის წევრობამდე რთულია, თუმცა, რა ქონებას ფლობს იგი ახლა, ამის ნახვა ეკა ბესელიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია შესაძლებელი. აღმოჩნდა, რომ პარლამენტარი, დედასთან, ძმასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეპუტატის 100 პროცენტიან მფლობელობაშია 175 კვ.მ ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე (ყოფილი ყიფშიძის ქუჩა) და კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი თემქაზე, რომლის ფართობიც 80.00 კვ.მ-ია. გარდა საცხოვრებელი ფართისა, პოლიტიკოსი ფლობს არასაცხოვრებელ ფართსაც, რომლის ფართობიც ჯამში 150 კვ.მ-ია და თბილისში…

პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრთან პრეტენზიები და შენიშვნები აქვს

გიორგი მარგველაშვილს იუსტიციის მინისტრთან პრეტენზიები და შენიშვნები აქვს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ილაპარაკა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.