პრემიერის უარი ზაზა სარალიძეს და შვილმოკლულ მშობლებს

შვილმკვდარი მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. საუბარია იმ მშობლებზე, რომელთა შვილების მკვლელობის საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია. მათ შორის არის ზაზა სარალიძეც, რომელიც, 30-მდე მშობელთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა და მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვა. რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, პრემიერი მშობლებს არ შეხვდა. მათთან მხოლოდ აპარატის თანამშრომელი ჩავიდა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემას გონივრულ ვადაში დაჰპირდა. ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილითაც მიმართეს და მთავრობის ადმინისტრაციაში 30-მდე გახმაურებული საქმის მასალა მიიტანეს. თუ საქმეები 2 თვეში არ გადაიხედება, შვილმოკლული მშობლები ქუჩის აქციებს აანონსებენ.     წყარო:  rustavi2.ge

იხილე

გლდანში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სცემა და გაძარცვა

თბილისში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა. შემთხვევა გლდანში მოხდა. ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და გლდანის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მგზავრობისას მძღოლმა გოგონას ლუდი შესთავაზა, რომელზეც ის დათანხმდა. მოგვიანებით კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გოგონა მძღოლმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ტაქსის მძღოლმა გოგონას ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა. დაზარალებულმა დახმარება ბენზინგასამართ სადგურზე ითხოვა. ის სასწრადოდახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მოძალადე, რომელმაც გოგონა გააუპატიურა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია. ის პოლიციამ უკვე დააკავა და ამ წუთებში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ასევე პოლიციაში იმყოფება დაზარალებულიც, რომელიც სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს. პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკისას…

იხილე

ეკა ბესელია – სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს

თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. „განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა – ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსმა რა გზა გაირა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა“,…

იხილე

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დანიშნოს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან კონსტრასიგნაციის საფუძველზე უნდა გამოაცხადოს.   წყარო: newposts.ge

იხილე

“ეს არის ერის ღალატი”- მამა ანდრია მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას ეხმაურება. „მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები, ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება, მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს… ”- განუცხადა დეკანოზმა „იმედს“.   წყარო: newposts.ge

იხილე