გორში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლის ახალგზარდა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხელთუბანთან მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. როგორც ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 18 წლის ახალგაზრდამ ახლობელს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო.   მეორე ვერსიით კი, ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.       წყარო interpressnews.ge

გუგული მაღრაძე: “საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასჯადი უნდა გახდეს გაზების უკონტროლო გამოყოფა

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასჯადი უნდა გახდეს გაზების უკონტროლო გამოყოფა, ავტობუსებში,მარშუტკებში და მეტროებშიც კი, იქ სადაც დახურული სივრცეა წამროუდგენელია ორმა ან სამმა ადამიანმა მოწამლოს ჰაერი და დანარჩენებმა ისუნთქონ, რადგანაც თუნდაც მეტროს ვაგონში არ ნიავდება ჰაერი,მოქალაქეები იძულებულნი არიან ისუნთქონ სხვა ადამიანის გაფუჭებული ჰაერი, როგორც სიგარეტია აკრძალული ისე აიკრძალება გაზების გამოყოფაც”. – აცხადებს გუგული მაღრაძე