თეა წულუკიანი ,,მე არ დაგითმეთ და გავიმარჯვე”

მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა, -ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. მისი თქმით, დღეს ყველა ევროპელი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ყავს საამაყო ევროპელი მოსამართლე ლადო ჭანტურიას სახით. „ლადო ჭანტურია არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გამტარებელი, როგორც ეს იყო მანამდე. ის არის დღეს ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე. მოვანდომე მე ამას ორი წელი, დიახ, რადგან მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა. მე არ დაგითმეთ თქვენ და თქვენ…

შსს: კოკა კობალაძის სახლში პოლიციელები იმყოფებოდნენ და ფაქტი დამალეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე ა.კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა მიღებული შეტყობინებისთანავე, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა – ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის…

გორში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 20 ერთეული დაუფირნიშებელი (დაუნომრავი) მრგვალი მორი აღმოაჩინეს. გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა ტვირთის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტომანქანა და მასზე განთავსებული 20 ერთეული მორი დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

არჩილ თალაკვაძე: მინდელის შახტი უნდა დაიხუროს

პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე, აცხადებს, რომ მინდელის სახელობის შახტი უნდა დაიხუროს. “მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო”, – აცხადებს უმარვლესობის დეპუტატი. მისი ეს განცხადება 16 ივლისს გამთენიისას ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას მოყვა – მინდელის შახტში 4 მუშა დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.   წყარო: netgazeti.ge