თბილისის ვიცე-მერი: მერიას ახალი მანქანების შეძენა 1 მილიონი ლარი დაუჯდება, ცხენებით ვერ ვივლით

თბილისის ვიცე-მერი: მერიას ახალი მანქანების შეძენა 1 მილიონი ლარი დაუჯდება, ცხენებით ვერ ვივლით   თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცხენებით ვერ ივლიან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას გამოეხმაურა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მერიის ხელმძღვანელობისგან ითხოვდა განემარტათ, რატომ იყო საჭირო მერიის ადმინისტრაციის ხარჯების 1 მილიონი ლარით გაზრდა, რომლითაც ახალი ავტომობილების შეძენა მოხდება. მაია ბითაძის განმარტებით, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომობილები ჩამოსაწერი გახდება, სწორედ ამიტომ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტის კორექტირება მოხდა.…

“სოკარი”-ს გაზგასამართ სადგურზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში, შარტავას გამზირზე, “სოკარი”-ს გაზგასამართ სადგურზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.     წყარო:  inforustavi.ge

სოფელ შილდაში 6 წლის გოგო დენის დარტყმისგან დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 6 წლის გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, 6 წლის ბავშვი მაცივრის დენის ჩამრთველთან შეხებისას დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.     წყარო: imedinews.ge

ამერიკა თურქეთის სახით ძლიერ და ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის საპასუხო მუქარა შეერთებულ შტატებს- რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ოფიციალური ვაშინგტონი ანკარის მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის, ამერიკა ძლიერ და ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს. „ჩვენ არ ვართ მიბმული აშშ-თან, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ თუკი არ შეიცვლის საკუთარ დამოკიდებულებას, თურქეთის სახით ძლიერ და გულწრფელ მეგობარს დაკარგავს“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ლიდერი ასე ამერიკელი სასულიერო პირის დაკავების გამო შეერთებული შტატების მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა და ტრამპის ადმინისტრაცია ფსიქოლოგიური ომის წარმოებაშიც დაადანაშაულა. ერდოღანის თქმითვე, თურქეთი სანქციების მუქარის გამო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებულ პასტორს არ გაათავისუფლებს.     წყარო: pirveliradio.ge

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი კი არა – საქართველოს სირცხვილი და მოღალატეა!

„ეს არ წამოაყენოთ, იწვეს! სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი კი არა – საქართველოს სირცხვილი და მოღალატეა! ისედაც უკვე ყელში ამოსული ქოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წამოყენება – ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იქნება! გარდა იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ქალი, რომელმაც შვილის ნათლია ქმრად გაიხადა, წარმოუდგენელია საქართველოს პრეზიდენტი იყოს არსება, რომელიც ღიად მოუწოდებდა ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისკენ და შემდეგ ტაშს უკრავდა კიტოვან-სიგუა-იოსელიანის სისხლიან ბანდიტურ სამხედრო საბჭოს! ეს არის ფოტოპირი სტატიისა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა პარიზში გამომავალ, ჯანრი კაშიას ჟურნალ ,,ივერიაში” (1992 წ. N 1). როგორც ხედავთ,…

პატრიარქი 2 აგვისტოს საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს

წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2 აგვისტოს საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს. ამის შესახებ პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. “ეს წმინდა ტაძარი დაფუძნებულია წმინდა ილიას მთაზე. წმინდა ილია წინასწარმეტყველის მობინადრეები ვართ, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ ხუთშაბათს გველოდება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენება. გვექნება საზეიმო წირვა-ლოცვა. იმავე დღეს არის ხსენება წმინდა ილია მართლისა”,- აღნიშნა პატრიარქმა.

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 29 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ. ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. „შეტყობინების მიღებისთანავე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს. ამ დროისთვის დ.ბ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით…

თბილისის ზღვაში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი “ჰუალინგის დასახლების” მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურს მომხდარის მამაკაცის შესაძლო დახრჩობის შესახებ თვითმხილველებმა შეატყობინეს. ​ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები, რომლებმაც 27 წლის მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს.   წყარო: rustavi2.ge