ბესელია: მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნება მას შემდეგ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს, რაც ყველა სხვა კანდიდატი გახდება ცნობილი. ეკა ბესელიას თქმით, შიდა სამუშაო რეჟიმი გრძელდება, თუმცა, მისივე თქმით, კონტურები ცალკეულ, მათ შორის, პარტიის ლიდერის მხრიდანაც გამოიხატა, თუ რა იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების დროს: “კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ საკუთარ ლიდერებში და საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს კანდიდატები, არამედ, შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. მომწონს იდეა, რომ იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი”. საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ უკვე დაასახელა.…

მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, ჯარიმა გაუქმდა

დღეს, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე. შესაბამისად, შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადია. მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ მარიხუანის მოხმარებით შესაძლოა ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. “დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მარიხუანის მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს”, –…

რუსთაველ წყვილს შვიდი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

ინციდენტი რუსთავში-ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს შვიდი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ცემის ფაქტის შესახებ  ინფორმაცია ,,ქრონიკას” თავად დაზარალებულებმა მიაწოდეს. მომხდარზე  ძალადობის მუხლით საქმე უკვე  აღძრულია.შემთხვევა დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო დასახლებაში მოხდა. ფიზიკური ძალადობის კვალი სახესა და სხეულზე ორივე მათგანს ემჩნევა. ჩვენი რესპონდენტები ყვებიან,რომ საკუთარი ავტომობილით  დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ  შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაპირისპირებაში მოგვიანებით კიდევ ხუთი პირი ჩაერთო, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ. მათ თავს გაქცევით და ადგილობრივ ოჯახში თავის შეფარებით…