ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ფულად დანამატს მიიღებს

ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ფულად დანამატს მიიღებს – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მეხანძრეებთან შეხვედრისას განაცხადა. “ეს არის სტანდარტი, რომელსაც სამსახურის შექმნის დღიდან ვნერგავთ. ყველა მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად იმუშავებს ასეთ რთულ პირობებში, ყოველთვის იქნება დაფასებული სამსახურის მხრიდან.” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა. შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს ” #მადლობა თავდადებული შრომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოთ იმაზე დაფასებულები ვიდრე ხართ დღეს, გქონდეთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა. ამაზე მუშაობა 2018 წლის 1 იანვრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს…

ბუბა კიკაბიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

80 წლის ვახტანგ კიკაბიძე თბილისის საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ მან რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვს“ განუცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას მიმართა კითხვით, დაესწრებოდა თუ არა ის იოსიფ კობზონის დაკრძალვას. „ არავის მივუწვევივარ დაკრძალვაზე. მე საავადმყოფოში ვწევარ“, – ბუბა კიკაბიძე გამოცემის განცხადებით, ქართველი არტისტის ჯანმრთელობის პრობლემები არ კონკრეტდება, თუმცა ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ მას თირკმელების ქრონიკული დაავადება აქვს.   წყარო: news.coa.ge

ხანძარი ბათუმში – საცხოვრებელი კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც „რეზონანსის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, საცხოვრებელი კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო უკვე მობილიზებული. ხანძარი კი ყოველწუთიერად ძლიერდება. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.   წყარო: resonancedaily.com