მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში 2 თვეში 39 ადამიანი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში გარდაცვლილებსა და გადარჩენილებზე სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც სტატისტიკაში წერია, პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე, მაშველებმა მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში სულ 192 ადამიანი გადაარჩინეს. ამავე პერიოდის განმავლობაში კი, როგორც უწყებაში განმარტავენ, სულ 39 ადამიანი დაიხრჩო.   გადარჩენილები: მდინარე — 11; ტბა — 36; ზღვა — 145; გარდაცვლილები: მდინარე — 20; ტბა — 11; ზღვა — 8.   წყარო: on.ge

გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:”თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, გ.ლ. ქ.თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მგზავრობდა დ.ც.-ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით. მგზავრობისას დ.ც-მ გზის სავალ ნაწილზე გააჩერა ავტომანქანა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი გ.ლ.-სთან. ამის შემდეგ, დაზარალებული ეცადა ავტომანქანიდან თავისი კუთვნილი ხელჩანთის აღებას, რა დროსაც დ.ც.-მ ძლიერად ჩაარტყა…

საბერძნეთში ხანძრების მოწყობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

საბერძნეთში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც აღმოსავლეთ ატიკაში, მარათონას მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარშია ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც 91 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბერძნული მედია საბერძნეთის სახანძრო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, მას ბრალად ედება ხუთი კოცონის გაჩაღება 26-დან 31 ივლისის ჩათვლით რიზარის მიწებზე, ასევე ქვეყნის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. საბერძნეთში ხანძარი 23 ივლისს დაიწყო, რასაც 91 ადამიანი ემსხვერპლა, 25 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.     წყარო: interpressnews.ge

შსს, დაიწყე ბოდიშით! – ხავალ გორის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გაიმართება 

შსს, დაიწყე ბოდიშით! – ამ სახელწოდების აქცია ხვალ 10:30 საათზე გორის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართება.  მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლა რადიო “მოზაიკას” დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად წარიმართება. ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მიმართულ საქმის წარმოებას საზოგადოების სხვადას ხვაჯგუფის წარმომადგენლები გააპროტესტებენ. “ხვალ, 3 აგვისტოსგაიმართებარადიო “მოზაიკას” დირექტორის, გვანცადოლუაშვილისსასამართლოპროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტურიგამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩაში გაკეთებული წარწერის “მკვლელიქუჩაშია” გამო, ითხოვს. გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დასაჯოს პროტესტი, რომელიც მოსწავლის მკვლელების…

6000-მდე წვევამდელიდან 4400-ზე მეტმა ჯარს თავი გირჩის მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვეული წვევამდელების 75-მა პროცენტმა ჯარს თავი გირჩისმღვდელმსახურის მოწმობით აარიდა. სტატისტიკური მონაცემები On.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროდან მიაწოდეს. ეს უწყება იბარებს წვავემდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად. უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5 914 წვევამდელიდან 4 406-მა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე თავის ასარიდებლად ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის ცნობა გამოიყენა. საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირები სამხედრო-სავალდებულო სასმახურისგან თავისუფლდენიან. როგორც გირჩში On.ge-ს განუცხადეს, დღევანდელი, 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, 8 320 მოწმობა აქვთ გაცემული. პარტიამ სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების გასათავისუფლებლად ბიბლიური თავისუფლება 2017 წლის მარტში დააფუძნა.     წყარო: on.ge