გორში 25 წლის ბიჭს ესროლეს

გორში სიტყვიერი შელაპარაკებისას 25 წლამდე ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას რამდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-15წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს   წყარო: primetime.ge

ქარელის სამშობიაროში 5 შვილის დედა გარდაიცვალა

ქარელის სამშობიაროში 5 შვილის დედა გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელის მოხდა. 35 წლის ლალი ცხვედაძე მე-6 შვილს ელოდებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერც დედის და ვერც შვილის გადარჩენა ვერ შეძლეს. სარაულის სახელობის გინეკოლოგიურ კლინიკა დასტაქარში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. გარდაცვლილის ოჯახს წევრები კი ექიმების არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ და მათ დასჯას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მშობიარე, ანესთეზიის შემდეგ, საკეისრო კვეთამდეგარდაიცვალა.     წყარო: rustavi2.ge

ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების – საკორინთლოს, ახალშენისა და ქვემო ჭალის მოსახლეობას შეხვდა

ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების – საკორინთლოს, ახალშენისა და ქვემო ჭალის მოსახლეობას შეხვდა შეხვედრაზე საზოგადოებას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია გააცნეს, რომელიც უკვე შემუშავებულია და მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარედგინება. განვითარების სტრატეგია აღნიშნული სოფლების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად  

მიხეილ სააკაშვილი – მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო

მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „2008 წელს რუსეთის შემოჭრის მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა, არამედ ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობა მათ იმ დროს პრობლემებს უქმნიდა წარმატებული რეფორმების სახით. მათი მიზანი იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაუქმება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, „ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვინაიდან ამის საპირისპირო უამრავი მასალა არსებობს“. „რას ჰქვია ვინ…

თერჯოლის რაიონის მკვიდრმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა, 68 წლის ქალბატონმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა. როგორც “აქცენტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალბატონმა რესტორანში 350 კაცი დაპატიჯა, თუმცა მათ წინასწარ არ უთხრა, თუ რასთან დაკავშირებით ეპატიჯებოდა. რესტორანში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა საკუთარი ქელეხი წინასწარ გადაიხადა. “შეკრებილ სანათესაოსა და საახლობლოს გვითხრა, მე დაუოჯახებელი, მარტოხელა ქალი ვარ, რომ გარდავიცვლები არ ვიცი ვინ რას გამიკეთებს და წინასწარ ვიხდი ქელეხსო. ჩვენთან წესია, როცა ქელეხია, ყველა რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმდენ თანხას ვაძლევთ ხოლმე ოჯახს, თუმცა ქალბატონმა მერიმ ამაზეც უარი განაცხადა”, – განუცხადეს “აქცენტს” ადგილობრივებმა.     წყარო: resonancedaily.com