პრეზიდენტი ომის დროს მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა, თუმცა ,,თრიალეთი“ და ,,თრიალეთის“ შენობაში განთავსებული მედია ცენტრი არც გახსენებია!

იმ დროს როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სასახლეში იმ ჟურნალისტებს შეხვდა ვინც 10 წლის წინ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს აშუქებდა, რატომღაც არ გახსენებია, რომ მიეპატიჟებინა ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტები. ტელეკომპანიის რომელმაც თავის თავზე გადაიტანა იმ ომის საშინელებები და ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე მტრის თვითმფრინავების ბომბების ქვეშ აგრძელებდა მუშაობას. ,,თრიალეთში“ იყო განთავსებული მედიაცენტრიც სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და მსოფლიოში წამყვანი მედიის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია რუსეთის ჯარების მიერ გორის დაკავების დროსაც. ,,თრიალეთის“ თანამშრომლები და ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის, რისკის ფასად, უწყვეტ რეჯიმში აწვდიდნენ ინფორმაციას…

„თავისუფალი დემოკრატები“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს დაუჭერს

მიგვაჩნია, რომ დავით უსუფაშვილი არის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ყურადსაღებია ,,თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია, ჩვენთან ერთად, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს დავით უსუფაშვილს, – ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ისაუბრა იმ ორ უმთავრეს მიზეზზე, რის გამოც ,,თავისუფალი დემოკრატები” არ გამოტოვებენ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ,,2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის” ორი უმთვარესი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. მიუხედავად შეკვეცილი უფლებამოსილებებისა, მიგვაჩნია, რომ უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გავლენებისაგან. მეორე მხრივ…

ექსკლუზიური კადრები ხაშურის ცხოველთა თავშესაფრიდან

ექსკლუზიური კადრები ხაშურის ცხოველთა თავშესაფრიდან ძაღლების სასაფლაოდ ქცეული თავშესაფარი – ექსკლუზიური კადრები ხაშურის ცხოველთა თავშესაფრიდან Posted by ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" / TV- Radio Broadcasting Company Trialeti on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

ძაღლების სასაფლაოდ ქცეული თავშესაფარი – ექსკლუზიური კადრები ხაშურის ცხოველთა თავშესაფრიდან

ექსკლუზიური კადრები ხაშურის ცხოველთა თავშესაფრიდან ძაღლების სასაფლაოდ ქცეული თავშესაფარი – ექსკლუზიური კადრები ხაშურის ცხოველთა თავშესაფრიდან Posted by ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" / TV- Radio Broadcasting Company Trialeti on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციების მორიგ ტალღას აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციებს აანონსებს. აქციები იმ ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინა დააანონსა, მას შემდეგ რაც მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ჟურნალისტ ელისო კილაძის სტრასბურგში ვიზიტი ჩაიშალა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზაზა სარალიძე ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლები სექტემბრიდან დაიწყება. რაც შეეხება გეგმის სხვა დეტალებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ამ საკითხზე ღიად არ საუბრობს და ამბობს, რომ „სუს-ს საქმეს არ გაუმარტივებს“. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა…

გიორგი ანწუხელიძე – 2008 წლის გმირი, რომელიც რუსებმა წამებით მოკლეს

გიორგი ანწუხელიძ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირია – 23 წლის ჯარისკაცი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა წამებით მოკლეს და რომელიც გმირულად შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გიორგი ანწუხელიძეს აიძულებდნენ სამშობლო გაეყიდა. ის არ გატყდა. რუსმა ოკუპანტებმა ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი ანწუხელიძე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო მან ანწუხელიძის ქვრივს, მაკა ჩიკვილაძეს გადასცა. წყარო: newsmakers.ge

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ,,თრიალეთის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება აღნიშნულ სიუჟეტს, რომელიც ცხოველთა მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას ეხება. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ მუნიციპალურ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და თითოეული თანამშრომლის დამოკიდებულება მათზე დაკისრებული მოვალეობების მიმართ. ამიტომ, ხაშურის მერია დაუყოვნებლივ და დიდი ყურადღებით შეისწავლის ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის თუ სხვა გადაცდომის შემთხვევაში ყველას პასუხი მოეთხოვება მთელი სიმკაცრით.