აბაშის სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ  მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში – წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას – ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება​ ​ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ​ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი​ ​ ​ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება   წყარო: gmtv.ge

ქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს: დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები!“, -ნათქვამია ინფორმაციაში.     წყარო: interpressnews.ge

მეხანძრე-მაშველებმა თბილისში 47 წლის ტურისტი გადაარჩინეს

თბილისში მეხანძრე-მაშველებმა 47 წლის ტურისტი გადაარჩინეს. ​მამაკაცი მტკვარში საბანაოდ გადახტა და მდინარიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა ​მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგნეტო ოფიციალური facebook გვერდზე ავრცელებს ipress.ge    

ეროვნული ვალუტა უფასურდება – ერთი დოლარის ღირებულებამ 2.55 ლარს მიაღწია

ეროვნული ვალუტა დილიდან უფასურდება. თბილისში, სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი 2.49-2.55 ლარის ფარგლებში მერყეობს. Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი უკვე 2.5465 ლარის ნიშნულზეა.   წყარო: pirveliradio.ge

ირმა ინაშვილი: ესენი მალე კანონპროექტს შემოგვთავაზებენ -მამაკაცმა იმშობიაროს, ქალს დრო არა აქვს და უფლებები ეზღუდებაო

სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანი. უკვე არ მოსწონთ ტერმინი “ოჯახის უფროსი”, რომლის ქვეშ მამაკაცი მოიაზრება. მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი ოჯახში , თურმე, ქალის თანასწორობის პრინციპს არღვევს და დიკრიმინაციულია. მე ქალი ვარ. ამ ეტაპზე პოლიტიკის სფეროში ვმუშაობ. მანამდე ჟურნალისტი ვიყავი. ესაა ურთულესი პროფესია ქალისთვის… და რა? არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ტერმინი “ოჯახის უფროსი” მჩაგრავს ან დისკომფორტს მიქმნის. გადასარევად მესმოდა, რომ ჩვენი ოჯახის უფროსი იყო ჯერ ბაბუა, შემდეგ მამა, ახლა- ჩემი მეუღლეა. არც ბაბუა, არც მამაჩემი, არც ჩემი მეუღლე ბოროტად არასდროს სარგებლობდნენ “ოჯახის უფროსის” სტატუსით. პირიქით, ჩვენს ოჯახში ქალს ყოველთვის ჰქონდა და აქვს…