შსს ქარელში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს, თანასოფლელს – 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. გ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.თ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სკანადალური ინფორმაცია შიდა ქართლის ახალ გუბერნატორზე

,,პირადად აბოლებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს როდესაც მათ ციხეებში გაუსაძლის მგომარეობაზე ინფორმაცია მისდიოდათ.” – ასე ეხმაურება შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილის დანიშვნას ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, რომელიც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა და ის დადებითად დაახასიათა. ირაკლი კორძაია სოზარ სუბარის და  გიორგი ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით ერთ ეპიზოდს იხსენებს. ,,სოზარ სუბარს ერთი სული ჰქონდა როდის დაწერდა განცხადებას და დატოვებდა სამინისტროს. დღეს ის შიდა ქართლის გუბერნატორად…

ქარელში – სოფელ სამწვერისთან მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ქარელში – სოფელ სამწვერისთან მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც 2020NEWS საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს გორის სამაშველო ჯგუფი. სამძებრო ღონისძიებებში რამდენიმე წუთში ჩაერთვებიან მყვინთავები.   წყარო: 2020news.ge

ხმაურია საკრებულოს სხდომაზე,რომელსაც მოვაჭრეები ესწრებიან

ხმაურია საკრებულოს სხდომაზე,რომელსაც მოვაჭრეები ესწრებიან.ისინი საკრებულოს წევრებისგან ითხოვენ დაინტერესებას,თუ როგორ პირობებში უწევთ მუშაობა მინი სტადიონზე. ისინი ასევე აპროტესტებენ ბაზრის გარე ფასადის დემონტაჟს,რადგან მათი თქმით, თუ გარევაჭრობა იესრახეს ხელს უშლიდა,მაშინ რატომ არ უშლუს ზელს ეს მშენებლობა. ,,საერთოდ ერთხელ მაინც დაინტერესდით რომელიმე? იკითხეთ როგორ პირობებში ვმუშაობთ? ხომ მოგვეცით პირობა,რომ იქ არაფერი აშენდებოდა,რატომ არ ასრულებთ სიტყვას,ამის მერე რა უნდა გელაპარაკოთ,, – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას მარინა ფარულავამ   წყარო: odishinews.ge