როგორ ხართ?-ვინ არის გოგო რომელის ვიდეოზეც მთელი საქართველო ხალისობს (ვიდეო)

როგორ ხართ?  – ამ ფრაზას ალბათ ბოლო 2  დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად გაიგებდით. სწორედ ამ ბანალური ფრაზით და კარგი მსახიობური ნიჭის წყალობით  მარი არღუთაშვილი პოპულარული გახდა მთელს ქართულ სოციალურ ქსელში. სინამდვილეში კი ეს გოგო გორის თეატრის მსახიობი, მარი არღუთაშვილია მსახიობია.  მსახიობი თავის ვიდეოში, ერთ-ერთ ქართველ კაცს ბაძავს რომელიც ასევე პოპულარულია მისი ვიდეოებიდან გამომდინარე.  როგორ ხართ😂😂😂 Posted by Mtvarisa Dolidze on სამშაბათი, 21 აგვისტო, 2018

საქართველოს ხვალ ანგელა მერკელი ეწვევა

საქართველოს ხვალ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ასევე, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც გერმანიის მხრიდან კანცლერი ანგელა მერკელი, სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი…

2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ქურდობის 10 240, ყაჩაღობის 156, განზრახ მკვლელობის 46, თვითმკვლელობამდე მიყვანის 1082 და გაუპატიურების 50 ფაქტი დაფიქსირდა

2018 წლის იანვარ-ივლისში სულ რეგისტრირებულია 33054 დანაშაული, აქედან ყველაზე მეტი 13 256 საკუთრების წინააღმდეგ არის ჩადენილი. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა 10240 ქურდობის, 207 ძარცვის, 156 ყაჩაღობის, 1008 თაღლითობის, 71 გამოძალვის, 909 ნივთის დაზიანების, 665 სხვა დანარჩენი ფაქტი.   შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქურდობის შემდეგ, 2018 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი – 6311 დანაშაული – ჯანმრთელობის წინააღმდეგაა ჩადენილი, აქედან ოჯახში ძალადობის 2939, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 116, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების 156, სხვა დანარჩენი 3100 ფაქტი.   სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილია 1355 დანაშაული, აქედან განზრახ მკვლელობა – 46,…

ლეღვის ნახარშით 12 წლის გოგომ სხეულის 40%-იანი დამწვრობა მიიღო

12 წლის გოგომ ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ On.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს. როგორც ექიმმა On.ge-ს უთხრა, მას სხეულის ორმოცი პროცენტი აქვს დამწვარი. მისი თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.   წყარო: on.ge

არჩილ ტატუნაშვილის დედა: ჩემმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის სახე ჩვენთვის ომი არ დასრულებულა

ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაირად არ შეიძლება, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ტატუნაშვილის დედამ აღნიშნა, ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. „სარჩელი ჩვენთვის სიმართლის დადგენას ნიშნავს. მოლოდინიც გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს ეს სარჩელი. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ის პირები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს და აწამეს ჩემი შვილი. აჩიკო სხვანაირად არ მოიქცეოდა. ისეთი პიროვნება იყო, რომ, რაც მათ უნდოდათ, იმას არ გააკეთებდა და არ აღიარებდა.მან თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა მისი…