“პირობას ვდებ, სხვა ხელისუფლება გამოიძიებს ამ საქმეს როგორც საჭიროა”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან, რომელიც 5 სექტემბერს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, შვილის მკვლელების იდენტიფიცირებას ელოდება. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება საქმეს სამართლიანად არ გამოიძიებს, პირობას დებს, რომ სხვა ხელისუფლებას მოუწევს საქმის გამოძიება. “არანაირ მოთხოვნებს არ ვაყენებ, ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების და მათი ხელისდამფარებლების დასჯას. ეს არ არის ჩემი პირადი ამბიცია. რა კანონიც დაარღვია თითოეულმა ადამიანმა, ყველა უნდა იყოს შესაბამისად მიცემული პასუხისგებაში. რაც შეეხება გაპოლიტიზირებას, მოეშვან თავად ამ გაპოლიტიზირებას, თუ არადა, პირობას ვდებ, სხვა ხელისუფლება გამოიძიებს ამ საქმეს როგორც…

ტელეკომპანია “იბერიაში” პოლიცია მივიდა

ტელეკომპანია იბერიაში საპატრულო პოლიცია მივიდა. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, სამართალდამცველები გამოიძახა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რადგან სტუდიაში ყოფნისას, პირდაპირ ეთერში მყოფმა მისმა ოპონენტმა გიგა მაქარაშვილმა მოწია, თუმცა რა მოწია, უცნობია. როგორც ხუზმიაშვილი აცხადებს პოლიციამ გიგა მაქარაშვილი წაიყვანა.   წყარო:  marshalpress.ge

გორში გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

გორი – სოფელი სვენეთი გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად, ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზება ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

“რამდენიმე წუთი სუნთქავდაო… საწყალ ქალს შვილი მიუსვენეს სახლში” – თბილისში 24 წლის ბიჭი ზებრაზე გადასვლისას ავარიას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავარიას 24 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია ახალგაზრდა ლევან ვაშაკიძეა, რომელიც დედქალაქში აიტი სპეციალისტად მუშაობდა. ლევანის მეგობარი თამარ სანაძე „ნიუპოსტს“ უყვება, რომ ლევანი მეგობართან ერთად, კინო „საქართველოსთან“ ზებრაზე გადადიოდა, როცა მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ავტომობილს 21 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც პოლიციამ გუშინვე დააკავა. “გუშინ ღამით გავიგე საპატრულო პოლიციის და სასწრაფოს უწყვეტი ხმები, ავარია მოხდაო კინო “საქართველოსთან” ვიღაცეები ამბობდნენ… ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს შენ იყავი, ლევან. როგორი ზრდილობიანი, კეთილშობილი, ძალიან ჭკვიანი იყავი, ლევანიკო…. ეროვნული და საატესტატო გამოცდები ისე ჩააბარე, არც კი მომზადებულხარ! მაღალი ქულები აიღე, მახსოვს…