,, შეიგინება კი არა, ქვებს რომ არ ისვრის, არ გიკვირთ?

,,ვინ უნდა მმართოს, როცა 16 წლის შვილი 12 ჭრილობით მიწაში ჩამიწვინეს და სახელმწიფო, რომელმაც იცის, ვინაა მკვლელი, მეუბნება, მკვლელი არ არსებობსო? რა პოლიტიკა, რის მართვა?! ამხელა შეურაცხყოფას რომ მიაყენებთ ადამიანს, ის შეიგინება კი არა, ქვებს რომ არ ისვრის, არ გიკვირთ? ასეთი უსულგულოები სად ჩნდებით, ან სად იზრდებით, საიდან მოეთესებით?!”– ასე ეხმაურება ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ზაზა სარალიძესა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მომხდარ ინციდენტს. საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისიდან ჩამოსულ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პროტესტს სააკაშვილისგან მართული უწოდა, რასაც სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და  საკრებულოს თავმჯდომარე შეაგინა. სარალიძის გინებას გინებითვე უპასუხა…

,,აი, ეს ჯაყო, თავისი ნამდვილი ყაჩაღის სახით”

,, არის ტიპიური წარმომადგენელი ივანიშვილის ნარკოკარტელური ხელისუფლების,რომელიც 28 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ. ეს უკვე აღარაა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქმრთველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მხრიდან  ზაზა სარალიძისთვის შეგინებას. დავით რაზმაძის განცხადებით პირველი მას ზაზა სარალიძემ შეაგინა. ,,შემაგინა და შევაგინე” – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე. დავით რაზმაძე  ბოდიშის მოხდა არ აპირებს.

ძლიერი სეტყვა ქარელში

ცოტა ხნის ძინ ძლიერი სეტყვა იყო ქარელში, რომელიც დაახლოებით 15-20 წუთს გაგრძელდა. ადგილობრივების ცმობით განადგურებულ ია მოსავალი, ხეხილის ბაღები და ნათესები.