გორში პოლიციის თანამშრომელზე იძალადეს

გორშის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე,  რამდენიმე პირსა და სამართალდამცავს შორის მომხდარ ინციდედნტზე გამოძიება  სსკ–ის 126 მუხლით მიმდინარებს რაც ძალადობას გულისხმობს, უწყების პრესსამსახურში ,,თრიალეთს” განუცხადეს, რომ სამართალდამცავი ინციდენტის დროს შვებულებაში იმყოფებოდა და იგი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ,,თრიალეთის” ინფორმაციით კონფლიქტში მონაწილე  სამოქალაქო პირები პოლიციის ქალაქის განყოფილებაში უკვე გადაიყვანეს.

გორის ცენტრში სამართალადამცავის ცემის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

 გორშის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. არსებული ინფორმაციით კონფლიქტი მოქალაქეებსა და სამართალდამცავს შორის მოხდა და ურთიერთშელაპარაკერბის საფუძველზე ფიზიკური შეურაცხყოფა  პოლიციის თანამშრომელის მიაყენეს. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ, ისინი შემთხვევის ადგილზე გათავსებული კომერციული დაწესებულებებიდან  სათვალთავლო კამერების ჩანაწერების ამოღებას ახორციელებენ. ,,თრიალეთის” ინფორმაციით კონფლიქტში მონაწილე  სამოქალაქო პირები პოლიციის ქალაქის განყოფილებაში უკვე გადაიყვანეს.  შსს მომხდარის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებს.