ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს – დაპირიპირება ,,ქართულ ოცნებაში”

სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას. „საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც ზოიძემ უპასუხა, „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“. უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, აღნიშნული ცვლილებებით ხომ არ შეიზღუდებოდა მხოლოდ პატარა სკოლ-კლუბები და დიდები დარჩებოდნენ უკონკურენტოდ. „ზუსტად ეს გვინდა,…