გორში მოკლული 9 წლის გოგონას ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულის მათთვის გადაცემას მოითხოვენ

გორში მოკლული 9 წლის გოგონას ახლობლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და მკვლელობაში ბრალდებულის მათთვის გადაცემას მოითხოვენ. Posted by ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" / TV- Radio Broadcasting Company Trialeti on ორშაბათი, 05 ნოემბერი, 2018

“ეს ბესელია კიდევ რომ იღრიჭება გიჟივით, შეხედოს აბა, თავის შვილს…თვალებში შეხედოს…. არ ვაპატიებ არავის”- მოკლული რვა წლის გოგონას ბაბუა

"ეს ბესელია კიდევ რომ იღრიჭება გიჟივით, შეხედოს აბა, თავის შვილს…თვალებში შეხედოს…. არ ვაპატიებ არავის"- მოკლული რვა წლის გოგონას ბაბუა Posted by Rustavi 2 on ორშაბათი, 05 ნოემბერი, 2018 გორში მოკლული 8 წლის გოგონას მამა უკვე ერთ საათზე მეტია გამოკითხვაზე იმყოფება. ის უპასუხებს გამოძიების შეკითხვებს, თუმცა მოკლული ბავშვის მამას ასევე აინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება და რა მტკიცებულებები არსებობს ნებიერიძის წინააღმდეგ. პარალელურად კი მოკლულის ბაბუა „კურიერთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი ინფორმაციით, არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო. „რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება… არ ვიცი,  უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება…