ირაკლი კიკნაველიძე – ,,ევროპული საქართველოს” წევრებს ,,ქართული ოცნებიდან” უკავშირდებიან და პარტის დატოვების სანაცვლოდ ფინასურ სარგებელს სთავაზობენ

,,ევროპული საქართველოს” გორის ოფისი ცოტახნის წინ დატოვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კიკნაველიძემ, რომელიც თბილისიდან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პარტის ერთ-ერთმა წევრმა ზვიად საბანაძემ ,,ევროპული საქართველოს” დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და ამის მიზეზად კი ,,ევროპული საქართველოს” და ,,ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა დაასახელა. ,,ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზვიად საბანაძემ. პარტია მასთან ერთად კიდევ 5-მა წევრმა დატოვა. ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის…