ზურაბ ჯალაღანიას მალხაზ ლალებაშვილი შეცვალის?!

გორის მერმა კიდევ ერთი თანაშემწედ მალხაზ ლალებაშვილი დანიშნა, რომელიც  წლების წინ არქიტექტურის სამსახურში მუშაობდა, შემდეგ პოლიტიკაში წავიდა და ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი იყო, პარტიის დატოვების შემდეგ კი ბიზნესით იყო დაკავებული. ,,თრიალეთის” ინფორმაციით,  გორის მერს ლალებაშვილს გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღავანელად დანიშვნა უნდოდა თუმცა  საჯარო მოხელეთა რანგირებიდან გამომდინარე, მალხაზ ლალებაშვილს, პირდაპირ ვერ დანიშნავდნენ სამსახურის ხელმძღვანელად აქედან გამომდინარე ის დროებით თანაშეწედ დანიშნეს თუმცა მალე შეცვლის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს ზურაბ ჯალაღანიას. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ზურა ჯალაღანია სამსახურში 4 იანვრიდან აღარ გასულა, გავრცელებული ინფორმაციით გორის მერს  მისი გათავისუფლების გადწყვეტილება უკვე მიღებული ქონდა  თუმცა  კონსტანტინე თავზარაშვილი ამ…