„ახლა მარტო ხარ?“ – 9 წლის გოგონას უფროსი მამაკაცი ფოტოების ატვირთვით აშანტაჟებს – უმძიმესი ფაქტი საქართველოში (ფოტო)

„გურამ შეროზიას ბლოგი“ საგანგაშო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მიმოწერის სქრინიც ახლავს: “ასე იწყება მიმოწერა ჩემს შვილსა და უცნობ ტიპს შორის… ექვს საათიანი დაკითხვის და პოლიციაში ყურყუტის მერე ძალაგამოცლილი დავბრუნდი სახლში. ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა. გადავწყვიტე დავწერო, რათა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის მაგალითი იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი მეც თუ დავდგებოდი ამ საფრთხის წინაშე. მწერს ლიზი ფეისბუქზე, რომ ვიღაც კაცი გადაეკიდა, ემესიჯება და ემუქრება. შევვარდი მის ფეისბუქზე და ვხედავ ბავშვს უწყობს დაკითხვას, სთხოვს, რომ (ჩემთვის გაურკვეველო) თამაშიდან მესენჯერში გადაინაცვლონ და იქ გააგრძელონ მიმოწერა. ეკითხება სად ცხოვრობს, მარტოა თუ არა სახლში, ყავს თუ არა შეყვარებული,…

იხილე