მცხეთის მერი – ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არ დაკეტილა

ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არ დაკეტილა. მამა კონსტანტინეს სურდა, რომ გარემოვაჭრეები გაგვეყვანა,- ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მამა კონსტანტინემ გადაწყვიტა. „ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის შემდეგ არ დაკეტილა. მამა კონსტანტინეს სურდა, რომ გარემოვაჭრეები გაგვეყვანა. ეს გარემოვაჭრეები დღეს და გუშინ არ დამდგარან იქ, ესენი წლებია ვაჭრობენ. დღეს გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილია ადგილი, რომელიც არ უშლის ხელს არც სავალ ნაწილს და არც მონასტრის ტერიტორიას. დღეს სასულიერო პირებთან კონტაქტი არ მქონია, ტელევიზიებს აძლევენ მითითებას, მერია გაგცემთ პასუხსო. ჩვენ შორის იყო სატელეფონო საუბარი, მითხრეს, რომ თუ არ გავიდოდნენ გარემოვაჭრეები, დაკეტავდნენ მონასტრის ტერიტორიას, მიიღეს პასუხი,…