ხაჭოს ბატონები – სასარგებლო და გემრიელი საუზმე

ინგრედიენტები: 300 გრამი ხაჭო 1 კვერცხი 1 ს.კ. არაჟანი 2 ს.კ. შაქარი 1/4 ჩ.კ. მარილი 1/8 ჩ.კ. ვანილი 1/2 ჩ.კ. სოდა 1/2 ჩ.კ. საფუარი 3 ს.კ. ფქვილი 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი 2 ს.კ. შაქრის პუდრი მომზადება ხაჭო უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი და მშრალი. შეგიძლიათ დატოვოთ გახსნილ მდგომარეობაში, რომ გაშრეს. მომზადების წინ კარგად ასრისეთ, რომ არ დარჩეს მსხვილი ნაწილები. ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხი, არაჟანი, შაქარი, სოდა, საფუარი, მარილი, ვანილი და ფქვილი. კარგად აურიეთ. თუ მიღებული მასა  თხელი იქნება, დაამატეთ კიდევ მცირე რაოდენობით ფქვილი. მასა გადმოიღეთ მაგიდაზე და კარგად მოზილეთ ცომი. რამდენიმე წუთის შემდეგ…

ფერადი დიეტა – სასიამოვნო ფერადი 7 დღე და მინუს 5 კილო

  ფერადი დიეტით 7 დღეში ზედმეტ 5 კილოს და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. ფერადი დიეტის პრინციპი მარტივია – სხვადასხვა დღე სხვადასხვა ფერების მიხედვით.   რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:   ფერად დიეტაში ყოველდღიურად მისაღები პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველა პროდუქტის მიღება, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის. აირჩიეთ რამდენიმე, თქვენთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი და გადაანაწილეთ დღის მანძილზე. იკვებეთ მცირე დოზებით. ჩამოთვლილი პროდუქტები შეგიძლიათ მიიღოთ მოხარშული სახით. მოერიდეთ შემწვარ და ცხიმიან საკვებს. თუ გსურთ, რომ დიეტამ ეფექტური შედეგი გამოიღოს, უარი თქვით 6 საათის შემდეგ საკვების მიღებაზე. დიეტის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა…

წითელი კარტოფილი ნივრითა და ყველით

არომატული შემწვარი კარტოფილი ძალიან მარტივად მზადდება. მასალა: 900   გრ. წითელი კარტოფილი; 1⁄4  ჭიქა გამდნარი კარაქი; 2   ჩ/კ დაკეპილი ნიორი; 1   ჩ/კ მარილი; 1   ცალი ლიმონის წვენი; გახეხილი ყველი (გემოვნებით). მომზადება: წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე; კარტოფილი სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად დაჭერით კანგაუცლელად და მოათავსეთ 20X20 სმ ზომის საცხობ ლანგარზე; პატარა თასში აურიეთ გამდნარი კარაქი, ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი. მოასხით კარტოფილს და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ გახეხილი ყველი; დააფარეთ და აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. შემდეგ აცხვეთ დაუფარებლად დარბილებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 10 წუთით.

ეს გემრიელი საწებელი გრიპისგან დაგიცავთ

ხშირად გაიგონებთ, ვირუსებისგან და გრიპისგან ნიორი, ლიმონი დაგიცავთ, რაც შეიძლება მეტი ჭამეთო. მართლაც, ორივე პროდუქტი უნიკალური თვისებებისაა, კარგია, თუ მათ საკმარისი რაოდენობით მივიღებთ. თუმცა ნივრის ჭამას ბევრი ერიდება, რადგან უსიამოვნო სუნი ახლავს. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? ძალიან მარტივად. ამ ორი პროდუქტისგან შეგვიძლია,  უგემრიელესი საწებელი დავამზადოთ და მივირთვათ. მაშ ასე: ლიმონი გაფცქვენით და დააბლანდერეთ. შეგიძლიათ, ცოტა გადადუღებული წყალი დაასხათ, რომ ძალიან სქელი არ იყოს. დანაყეთ ნიორი, წვრილად დაჭერით ან ჩანაყეთ ქინძი და ლიმონის მასაში აურიეთ. დაამატეთ მარილი და ცოტა ზეთი. ლიმონის, ნივრის, ზეთის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. გემრიელია თევზის, ხორცის კერძებთან ერთად. რაც…

თაკო აბაშიძე: “ორი წელია, რაც ქმარს გავშორდი””

მსახიობ თაკო აბაშიძისა და რეჟისორისა და კარატისტის ლაშა როსტომაშვილის 6 წლიანი ოჯახური ცხოვრება დასრულდა. თაკო “სარკესთან” პირველად ყვება, რომ ის და მისი ქმარი ორი წელია ერთად აღარ არიან, თუმცა შვილს, 6 წლის ბარბარეს, არც დედის ყურადღება და სითბო აკლია და არც მამის. – თაკო, საჯაროდ არასდროს გისაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ თქვენი ქორწინება დასრულდა. ეს სიმართლეა? – უკვე ორი წელია, რაც მეუღლეს გავშორდი და ახლა მე და პატარა ბარბარე ვცხოვრობთ ერთად. – თუ საიდუმლო არ არის, ოჯახის რღვევის მიზეზი რა გახდა? – ეს არის თემა, რომელზეც არასდროს ვსაუბრობ და არც არასოდეს…

“ჩემი გარეგნობა ვისკიმ შემინახა” – მერაბ სეფაშვილი

რამდენიმე თვის წინ მერაბ სეფაშვილი დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. ამ ცვლილებამ მომღერალი ისე გააახალგაზრდავა, რომ ხმა გავარდა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სახე გადაიჭიმაო. მერაბმა ”სარკესთან” ისაუბრა. – თქვენმა შეცვლილმა ვიზუალმა, ახალმა ვარცხნილობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ცნობილია, რომ ადრე თმა გადაინერგეთ, მაგრამ ასეთი შედეგი მაშინ არ გქონიათ. ახლა რისი დამსახურებაა თქვენი ხშირი ქოჩორი? – სცენის ესთეტიკა მოითხოვს რაღაცებს. აქამდე ორჯერ ჩავიტარე თმის გადანერგვის პროცედურა, მაგრამ ასეთი ეფექტი არ მოუცია. ეს პროცედურა ისრაელში გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. – როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს ოჯახს, როცა ასეთი…