მოგიწევთ თუ არა საჯარო სამსახურის დატოვება თუ სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაქვთ გავლილი?!

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

იხილე

,,საკუთარ თავს შეხედეთ, როგორც იქცევით”

მერე რა, რომ მიგყავს სხდომა, ძალიან კარგი გილოცავ, გილოცავ… წეღან ხელი ავიწიე და სიტყვა არ მომეცი, პარლამენტის წევრი ვარ და უფლება მაქვს კითხვა დავსვა, როცა მინდა მაშინ მინდა, – ამ სიტყვებით მიმართა იურიდიული კომიტეტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელმაც დეპუტატს კითხვის მოგვიანებით დასმა შესთავაზა. „ვერ დაგელოდებით ბატონო ანრი, ძალიან მეჩქარება. მე ვფიქრობ, ეს არის გზავნილი და მე არ მგონია, თქვენი გზავნილი სწორი იყოს. პირადად ჩემ აზრს გეტყვით: სამოქმედო გეგმის გადაწერა თავიდან არასწორია. ჩვენ ერთად ვიყავით, როდესაც მე სურვილი გამოვხატე სხვადასხვა ჯგუფებში ყოფნის, დღევანდელი პროექტიდან კი ყველა ჯგუფიდან ამოღებული ვარ. ამოიღეთ ძველი…

იხილე

მდინარე მეჯუდას მოაჯირიდან დეკორატიული ნაწილები მოიპარეს

მოაჯირს, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდინარე მეჯუდას მიუყვება, ყოველდღიურად აკლდება დეკორატიული ნაწილები – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს  ე. წ. „სფეროები“, რომლის მესამედი ნაწილიღაა დარჩენილი, მოაჯირის საყრდენი სვეტების ზედა მხარესაა მიმაგრებული. გთხოვთ, ნუ დააზიანებთ გარემოს! გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.  

იხილე

ეკა ბესელია კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების სიიდან ამოიღეს

მე მაინტერესებს, რატომ ვარ ამოღებული სიიდან, სადაც განსაზღვრული იყო, რომელი საკითხების მომხსენებელი ვიყავი სხდომაზე და ვინ გადაწყვიტა, რა საკითხებზე უნდა ვყოფილიყავი მომხსენებელი, – აღნიშნული კითხვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ დასვა. მისი თქმით, გასვლით შეხვედრაზე, რომელიც დეკემბრის თვეში გაიმართა, სადაც განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა თემები და საკითხების მომხსენებლებიც, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე შეცვლილია. “დეკემბერში განვსაზღვრეთ… ამის შემდეგ 15 თებერვალს მე მივიღე დღის წესრიგი, სადაც შეცვლილი იყო ის, რაზეც შევთანხმდით დეკემბერში. მე პასუხი ელექტრონული ფორმითვე დავაბრუნე და მოვითხოვე შეთანხმებულ საკითხებზე ვყოფილიყავი ისევ მომხსენებელი, ამის შემდეგ თავიდან გადმომეგზავნა ისევ დღის წესრიგი, სადაც…

იხილე

დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად – საინიციატივო ჯგუფის მიმართვა

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი – “დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მამალაძის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც მიმართვაში დეკანოზის უფლებადამცველები აღნიშნავენ, საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს და მისი საავადმყოფოდან საპყრობილეში დაბრუნება დეკანოზის ფიზიკურ სიკვდილს უდრის. „თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული…

იხილე