,,გორის რაიკომის მდივანმა ოფიციალურ ვიზიტზე ცოლი და ცოლის დაქალები წაიყვანა”

,,გორის რაიკომის მდივანმა ოფიციალურ ვიზიტზე ცოლი და ცოლის დაქალების წაიყვანა”- ასე ეხმაურება ისრაელში ოფიციალურ ვიზიტზე გორის მუნიციპალიტეტის დელაგაციის შემადგენლობას, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ენმ”-დან ვასილისა ჯაბახიძე, მისი ინფორმაციით ისრაელში ოფიციალური ვიზიტისას მერმა, ცოლი და ცოლის დაქალებიც წაიყვანა. ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ გორის მერის ცოლის დაქალები არიან მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლალი ნალიკაშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი. ,,ის არ ეყო რაიკომის მდივანს, რომ ცოლის დაქალები დანიშნა საჯარო სამსახურში და ახალა უკვე ოფიციალურ ვიზიტზე მიყავს ბიუჯეტის ხარჯზე, ეს ადამიანები მოგზაურობენ და არანაირი გამოცდილება არ ჩამოაქვთ სხვა ამ ვიზიტებისას”-აცხადებს ჯაბახიძე.…

გორიდან გაუჩინარებული მოზარდი თბილისში იპოვეს

გორიდან გაუჩინარებული 15 წლის აჩიკო კობერიძე თბილისში იპოვეს- ამის შესაეხებ ,,თრიალეთს” შსს-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა, მათი ინფორმაციით მოზარდი კარგად გრძნობს თავს და იგი ამ წუთებში გორში მოჰყვათ, სადაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხავენ. შეგახსენებთ, რომ  გუშინ გორში 15 წლის ბიჭი ვერხვების დასახლებიდან ბებიასთან ჭალის უბანში მიდიოდა რა დროსაც მისი კვალი გაქრა. ოჯახმა შინაგა საქმეთა სამინისტროს მოზარდის გაუჩინარების შესახებ გუშინ საღამოს აცნობა. ინტენსიური სამძებრო სამუსაოები მოზარდის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დღეს დილიდან აქტიურა მიმდინარებდა და ერთ-ერთ მეტროსადგურში იპოვეს. 15 წლის მოზრდი გუშინ გორიდან  თბილისში მიმავალი სამარშუტო ტაქსში ნახეს“ – ამის შესახებ განცხადება „თრიალეთთან“ გაუჩინარებული 15…