სალომე ზურაბიშვილის “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირება დაიწყო – რაზე უთხრეს უარი პრეზიდენტს?

ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირება უკვე დაიწყო. პრეზიდენტი პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი გუშინ მოწყობილ მიღებაზე გაბრაზების გამო არ მივიდა. როგორც “2020NEWS-ს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზეა გაბრაზებული. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის დემარშის მიზეზი, პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი გუშინ მოწყობილ მიღებაზე მისთვის განცხადების გაკეთებაზე უარის თქმა გახდა. “სალომე ზურაბიშვილი ითხოვდა სიტყვით გამოსვლას და საკუთარი არგუმენტიც ჰქონა – ეს უპირატესობა პრეზიდენტს ეკუთვნისო, რასაც არ დაეთანხმა ირაკლი კობახიძე და საკუთარი არგუმენტი დაუპირისპირა ზურაბიშვილის არგუმენტს – ახლა პარლამენტის თავმჯდომარე მე ვარ და პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ…

იხილე

ვინ არის 13 წლის გოგო რომელიც რუსთავში სახურავიდან გადავარდა

  13 წლის გოგო, რომელიც დღეს რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა, ლიზა ვადაჭკორიაა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე დღეს მოხდა. მოზარდი 8-სართულიანი შენობის სახურავიდან გადავარდა. ადგილობრივი მცხოვრებლები მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად, 13 წლის მოზარდი მეგობარ გოგოსთან ერთად ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა. მეორე ვერსიით კი ორ გოგოსთან ერთად, სახურავზე რამდენიმე ბიჭიც იყო: მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გოგოს ხელი ჰკრეს. ექსპერტ-კრიმინალისტები კი “ქრონიკასთან” ამბობენ, რომ სახურავის კიდეზე ერთი ადამიანის ფეხის ანაბეჭდი ამოიღეს და ეს ერთი ფეხსაცმლის კვალია. წყარო: imedinews.ge

იხილე

Fecebook-ის და Instagram-ის მუშაობაში შეფერხებებია

Facebook-ის და Instagram-ის მუშაობაში შეფერხებებია.სერვის Downdetector-ის მონაცემებით, ყველაზე მასშტაბური შეფერხება სოქცელების მუშაობაში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ფიქსირდება. სოცქსელებთან წვდომასთან დაკავშირებით პრობლემებია საქართველოშიც. გამოცემა The Verge-ი წერს, რომ ორივე სოციალურ ქსელში შეწყდა პოსტების გამოქვეყნების, ასევე შეტყობინებების გაგზავნის და მიღების შესაძლებლობა. imedinews.ge

იხილე