მინდა შხამიან პეპელას გავიკეთებ, მინდა ნევსიყლაპიას და მინდა კოდალას – ირმა ამბრდნიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ყურადღების ცენტრში ბროშკით ექცევა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ეკეთა. ამბარდნიშვილის პიჯაკზე გაკეთებული ნემსიყლაპიას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პარალელები ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გაავლეს. ,,სალომე ზურაბიშვილს არ ვბაძავ უბრალოდ სოლიდარობა გამოვხატე, იმიტომ რომ ის არის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მართალია არ მიმიცია მე სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მაგრამ მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ქალზე ასეთი ბულინგის განხორციელება მითუმეტეს ის იყო დევნილების ნაჩუქარი და ამით პრეზიდენტმა პატივისცემა გამოხატა. როდესაც ქვეყანაში ქალი არის პრეზიდენტი ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია ვიდრე ჟურნალისტმა შეურჩიოს რა უნდა გაიკეთოს და რა არა, გაბუნიას მხრიდან ეს…