კომედიის თეატრალური ფესტივალის სპექტაკლების შერჩევაში გორის მერიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს – აღნიშნული სახელწოდებით კომედიის თეატრალურ ფესტივალს გორის ერისთავის თეატრმა პირველად 2008 წლის რუსეთ-საქართველს ომის შემდეგ უმასპინძლა. საქართველოს პროფესიული თეატრები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იღებენ ფესტივალში მონაწილეობას. კომედიური თეატრალური ფესტივალის იდეის ავტორი რეჟისორი სოსო ნემსაძეა, რომელიც ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ,,ფესტივალის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გორში, 2008 წელს დიდი ამბები გადავიტანეთ. მინდოდა, ამ მოვლენას ხელოვნება დაჰპირისპირებოდა, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი. ჩვენ იარაღით ბრძოლა არ შეგვიძლია, მხოლოდ იდეებით, მხატვრული აზროვნებით ვიბრძვით. ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ გორში კომედიის ფესტივალი დაგვეარსებინა, რომლის სლოგანი იქნებოდა: “დავუბრუნოთ ღიმილი…