გორში რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ქალაქ ​გორში ჭალის დასახლებაში ამ დრომდე გრძელდება სპეცოპერაცია. როგორც ,,თრიალეთის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები რომელაშვილების ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან არიან მობილიზებულები და სავარაუდოდ სპეცოპერაცია ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა შენახვის და რეალიზაციას უკავშირდება. ,,თრიალეთის” ჟურნალისტი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 40 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავეს სამართალდამცველებმა. რაც შეეხება რომელაშვილების ქუჩას იქ სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. შსს-ს პრესსამსახურში ,,თრიალეთს” განუცხადეს, რომ გორში მიმდინარე სპეცოპერაციების შესახებ ინფორმაციას მისი დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

იხილე