გორის მუნიციპალიტეტში მოხდარი ავარის შედეგად დაშავებული ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ბიჭს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციისათვის დაშავებული მოპედს მართავდა და მას ავარია სოფლის სასაფლაოსთან შეემთხვა. შსს – ინფორმაციით გამოძიება სსკ- ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.    

იხილე