ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით გატეხილია შესაწირი ყუთი და წაღებულია მიზერული თანხა. ტაძრის დარბევასა და ხატების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ადგილზე მუშაოებენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

იხილე

გორში ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 15 ფაქტი დაფიქსირდა

  შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დროს საკარანტინო რეჟიმის წესის დარღვევისთვის 15-მდე პირი დაჯარიმდა. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, გრძელდება საკონტროლო პუნქტებზე მოსახლეობის შემოწმება. თერმოსკრინინგი 7 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა. რამდენიმე პირი კი მაღალი ტემპერატურით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გორში ხუთი საკონტროლო პუნქტზე შსს-ს თანამშრომლები და თავდაცვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები ერთობლივად აკონტროლებენ მგზავრთა გადაადგილებას. რეგიონის მაშტაბით შსს-ს 60-მდე მობილური ჯგუფი ახდენს პატრულირებას. „ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა მცირედითაა გაზრდილი გუშინდელთან შედარებით. პაციენტების შემთხვევაში გართულებული ვითარება არ არის. ინფიცირების შემთხვევა რეგიონში ჯერ არ გვაქვს. ვითარება მშვიდია რეგიონში. გუშინდელთან შედარებით დამრღვევთა რაოდენობა განახევრებულია. კიდევ…

იხილე