რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობის შეზღუდვა ძალაში რჩება

შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით, აჭარის გარდა, საქართველოს ყველა სხვა რეგიონში ისევ შეზღუდვად რჩება რესტორნებისა და კვების ობიექტების ფუნქციონირება და ისინი მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით შეძლებენ კლიენტების მომსახურებას. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოხატავენ გორში კვების ობიექტების მფლობელები, რომლებსაც მუშაობის აღდგენის მოლოდინი ჰქონდათ. მათი შეფასებით, გატანის სერვისით შემოსავლის მიღება თითქმის შეუძლებელია და იძულებულნი გახდნენ თანამშრომლები შეემცირებინათ. მათივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გაურკვევლობაა- რადგან კვების ობიექტების გახსნის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებები ეპიდვითარებასთან ერთად, ხშირად იცვლება. ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის მფლობელ, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მან მთავრობას შეზღუდვების მოხსნის ეფექტური გეგმა შესთავაზა, თუმცა დაზარალებული ბიზნეს…

იხილე