მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სახელით ჩვენი მთავრობის და თანამოქალაქეების საყურადღებოდ გვსურს გავაკეთოთ შემდეგი განცხადება
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საინიციატივო სამოქალაქო ჯგუფის წევრები უკვე 200
დღეა ოკუპაციიის ზოლის მონიტორინგს ვაწარმოებთ ჩვენთვის შესაძლებელი ყველა ფორმით.
საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთიდან სატრანზიტო ტვირთის გატარების შესახებ და დოკუმენტი გასაიდუმლოებულია, რაც თავისთავად საეჭვო გარიგების მიმანიშნებელია.
ეს დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უხეში დარღვევაა.
დღეს გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების და ხშირად პირდაპირ წინააღმდეგონის მიუხედავად, გზის გახნა უახლოეს კვირებში შეიძლება მოხდეს.
ჩვენთვის უცნობია ამ პროცესში საქართველოს მთავრობის კონკრეტული როლი, თუმცა გზის განხსნის მოლოდინს ამყარებს ჩვენს მიერ მოპოვებული და საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი შემდეგი ფაქტები:
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ მოსაბრუნთან 17 იანვარს გაიხსნა ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირებისთვის.
2. სოფელ ზემო ნიქოზში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაიგო მისასვლელი გზის მონაკვეთი, რომელიც გათვლილია მძიმე ტვირთების გასატარებლად. პარალელურ რეჟიმში იგივენაირი გზა შენდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდანაც.
3. ცხინვალის სამხრეთ ნაწილში, ერგნეთის ყოფილი ბაზრობის მხარეს დღედღეზე სრულდება დიდი საბაჟო ტერმინალის მშენებლობა.
4. ერგნეთში, სადაც მოსახლეობას მჭირდო ნათესაური კავშირები აქვთ შენარჩუნებული ცხინვალში დარჩენილ მოსახლეობასთან, რამოდენიმე კვირაა ღიად იხილება ოკუპირებული მხრიდან შემოსული ინფრომაცია „მარტის დასაწყისიდან ისე~ევ ერთად ყოფნის“ შესახებ.
5. ასევე ჩვენთვის სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, რომ შესაძლებელია გზის გახნის მიზეზად მთავრობამ გამოიყენოს ლარსის მხრიდან ჩამოწოლილი ზვავის მიზეზით გადაკეტილი გზა.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ს სახელით გვინდა გაცნობოთ, რომ კანონით გათვალისწინებული და დაშვებული ყველა მეთოდით წინ აღვუდგებით ასეთი კაპიტულანტური პოლიტიკის და რუსეთის ინტერესბის გატარებას. ამასთან მოვუწედებთ საზოგადოებას აქტიურად დაგვიჭირონ მხარი და ჩევნთან ერთად არ დაუშვან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა. ნატქვამია ,,ძალა ერთობაშია"–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
2012-2015 ყველა უფლება დაცულია