სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

,,წავიდა ჩემი ღაბუა ჩიტი, ჩემი ლეილა აბაშიძე"

12-04-2018

,,წავიდა ჩემი ღაბუა ჩიტი, ჩემი ლეილა აბაშიძე მაგრამ ცოცხალია მაია წყნეთელი, ჭრიჭინა, აბეზარა, უმშვენიერესი ლალი მინდელი.
წავიდა და წაიღო დიდი ტკივილი, უყურადღებობისა უმშვენიერესი წლების დროს, ამაზე არ უყვარდა საუბარი. წლების განმავლობაში აღარ ეძახდნენ ფილმებში, თითქოს უხილავი ფარდა ჩამოეშვა და ავანგარდში მყოფი მსახიობი კულისებში იცდიდა...

დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ ბევრი მოვა კარგიც და ავიც, მართალიც და მტყუანიც. ჩვენ ხომ ის ერი ვართ ვინც სიკვდილის მერე ვაფასებთ შემომქმდებს" - ასე იხსენებს ნატო ხუციშვილი ლელილა აბაშიძეს.

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში 8 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში "ქაჯანა", სადაც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა.

1951 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.

ლეილა აბაშიძეს დღეს დაკარძალავენ

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE