სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის განცხადება

08-05-2018

 

,,ქართული ოცნებიდან" პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ხუბულური ტელეკომპანია "თრიალეთს" ღია ბრძოლას უცხადებს!

            ხუბულურის განცხადება, რომ თითქოს ,,თრიალეთს" ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიისთვის იყენებს არის ცილისწამება და ,,თრიალეთის" ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობა.

            თემურ ხუბულურის გაღიზიანება ,,თრიალეთის" ეთერში გასულმა სიუჟეტებმა გამოწვია, რომელიც პარლამენტის წევრის ნეპოტიზმში მხილებას, კერძოდ: ძმის, ძმის შვილის, რძლის და სხვა მასთან დაახლოებული პირების, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ებსა და საჯარო უწყებებში დასაქმებას ეხებოდა.

            პარლამენტის ორგზის დეპუტატის, თემურ ხუბულურის აღნიშნული განცხადება არის თავისუფალ მედიაზე ზეწოლის განახლება, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს, ,,თრიალეთის" მიმართ რეგიონის მაშინდელმა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა დაიწყო და რომლის თანამდებობაც თავისუფალ მედიასთან ბრძოლას შეეწირა.        

            მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ნუ შექმნით ქვეყანაში დამატებით პრობლემებს და მოგვეცით თავისუფლად მუშაობის საშუალება.

            დააოკეთ თავისუფალი მედიის მოძულე, პარლამენტის წევრი თემურ ხუბულური და მისი გარემოცვა, მმართველი პარტიის გორის ორგანიზაციის რიგებიდან.        

            ტელეკომპანია ,,თრიალეთი" არის თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან და ყოველთვის იქნება სიმართლის და თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე.


 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE