სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

თვითმმართველი ქალაქების თემებთან გაერთიანების შესახებ დადგენილება არჩევნების დანიშვნის დღეს ამოქმედდება

19-06-2017

 

საქართველოს პარლამენტმა 15 ივნისს კენჭი უყარა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 7 თვითმმართველი ქალაქი - თელავი, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი, მცხეთა და ამბროლაური, როგორც თვითმმართველი ქალაქები, გაუქმდა და სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანდა.

დადგენილების თანახმად, აღნიშნული ქალაქები, თვითმმართველი ერთეულების ნაცვლად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებად განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შვიდ ქალაქს აღარ ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რაც დამოუკიდებლად პროექტების განხორციელების შესაძლებლობას უსპობს; არ ეყოლება საკუთარი, პირდაპირი წესით არჩეული მერი და საკრებულო და ქალაქს მუნიციპალურ საკრებულოში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი წარმოადგენს.

დადგენილების მიხედვით, ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღეს შევა ძალაში. "ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს", - წერია დადგენილებაში.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-10 მუხლის მიხედვით, "მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება არჩევნებამდე არსებული საკრებულოსა და გამგებლის/მერის უფლებამოსილებანი".

წყარო: http://droa.ge/?p=4459

 


 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
აფრიკა თბილისში
ხალხის აზრი
ესკიზი რუსუდან ზვიადაურთან ერთად
კვირა 20:00 საათი
ჩვენი დრო
ორშაბათი - შაბათი 15:00-19:00
ლიტერატურული კუთხე
კვირა 20:30 საათი
კვირის პერსონა
22:00
"სკანერი" ბესო ჩუბინიძესთან ერთად
შაბათი - 20:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
სტუდია თრიელათი თბილისი
სამშაბათი - ხუთშაბათი 19:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 



ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE