სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

შინდისს 9 წელია თავისი გმირები ჰყავს

11-08-2017


 

 

2008 წლის 11 აგვისტოს დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის (გრიგორი ხარიტონოვი) თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა.

 

არმია ნიქოზისკენ მიდიოდა, უეცრად კოლონა ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა.

 

II ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისკენ მიემართებოდა. მათ არ ჰქონდას კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.


სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ერთ-ერთ ტანკს ქართული დროშა ქონდა დამაგრებული, რაც ქართველებმაც შეამჩნიეს და აუღელვებლად გააგრძელეს გზა. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს... ასეულის მეთაური მიხვდა, რომ ის ტანკები რუსული იყო , დროშა კი სატყუარა.


ამ დროს კი ხარატინოვმა რადიოკავშირით შეატყობინეს, რომ რუსული დაჯგუფება შინდისთან ქართველების ჩასაფრებაში მოჰყვა და ითხოვდნენ დახმარებას. ხარატონოვი მეომრებთან ერთად შინდისისკენ გაემართა.


შინდისში მისულ რუს სამხედროებს, ქართველმა ჯარისკაცებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს. ხარატინოვი იძულებული გახდა რადიოკავშირის საშუალებით კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოეძახებინა.


შეტაკება საათზე მეტხანს გაგრძელდა. მართალია, ამ დროის განმავლობაში რუსულმა შენაერთებმა დახმარება ორჯერ ითხოვეს, თუმცა რიცხობრივმა უპირატესობამ შედეგი გამოიღო.

 

შინდისის უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი შეეწირა, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით სხვადასხვა ქვემეხებით ტყვიამფრქვევებით დამთავრებული..

ამ ჯარისკაცებს დღეს ყველა შინდისის გმირებად იცნობს.


ეს კი ამ გმირების სახელი და გვარები: მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე.




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE