სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

24 წლის მერე სოხუმს მისი უკანასკნელი დამცველები დატოვებენ

12-10-2017


 

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, რომლებიც სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს, 24 წლის შემდეგ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.


ირაკლი ალასანიას მამის, უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას ცხედარი იდენტიფიცირებულია. მამია ალასანია 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასთან ერთად, აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.


მასთან ერთად გადმოასვენებენ სოხუმის მერს გურამ გაბესკერიას და გმირულად დაღუპული 23 მებრძოლის ცხედარს, რომელთა იდენტიფიცირებაც უკვე დასრულებულია.  

დაღუპულებს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.


ეროვნულ გმირებს - სოხუმის მერს გურამ გაბესკერიას, უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას და კიდევ 23 იდენტიფიცირებულ დაღუპულს 17 ოქტომბერს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.


დაღუპულებს აფხაზეთში სოხუმთან ახლოს სოფელ იაშტუხაში საერთო სასაფლაოზე მიაგნეს. ცხედრების გადმოსაცემად მოლაპარკება 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
წითელუბანი
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE