სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

გახარიამ პუტინის ბრძანებულებით, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

07-12-2017


 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება #1428 - საქართველოს ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამ ბრძანებულების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო.


ბრძანებულება, რომელიც „ლიბერალმა“ მოიძია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიმღებ პირთა სიას განსაზღვრავს, ჩამონათვალში კი გიორგი გახარიას სახელი და გვარი გვხვდება, სადაც იგივე მამის სახელი და დაბადების წელია მითითებული, რაც გიორგი გახარიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში გვხვდება [189. Гахария Георгий Зауриевич, родившийся в 1975 году в Грузии, проживающий в Ивановской области].


ბრძანებულება 2000 წლის 5 აგვისტოთი თარიღდება და რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

 

 

არის თუ არა გიორგი გახარია ამჟამად რუსეთის მოქალაქე ან აქვს თუ არა ორმაგი მოქალაქეობა, - ამ კითხვით „ლიბერალმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 დეკემბერს მიმართა.


იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია ამჟამად აღარ არის რუსეთის მოქალაქე, უწყებას ვთხოვეთ, წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდებოდა, რომ ის ამჟამად აღარ არის რუსეთის მოქალაქე.


მიუხედავად ჩვენი არაერთი სატელეფონო საუბრისა და მცდელობისა, სამინისტროსგან შეკითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. უწყების პრესსამსახურში 3 დღის განმავლობაში გვპასუხობენ, რომ „პასუხებს ელოდებიან“.


რაც შეეხება გიორგი გახარიას საჯარო განცხადებებს, მან „TV პირველის“ ეთერით უარყო ინფორმაცია ორმაგ მოქალაქეობაზე და აღნიშნა, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. თუმცა ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას შსს ამ დრომდე არ გვაწვდის.

 

http://liberali.ge




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE