სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

სკანდალი: "დეკანოზს სთხოვდნენ, ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილი"

13-03-2018

ნიკა გვარამიამ "არჩევანის"ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრის და მისი სიძის, სოსო ოხანაშვილის, დასახელებას სთხოვდნენ. მისივე განცხადებით, ბრალდებულს სთხოვდნენ ასევე ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებდა.
„მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი. მეორე: მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, სადაც ის იქნებოდა საეკლესიო კომპონენტის უზრუნველმყოფელი და პატრიარქს მოიშორებდნენ, რის შემდეგაც ის ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის სათავეში, რომელიც საჭირო იყო. და მეორე, პოლიტიკური კომპონენტი, ეს უკვე ყბადაღებული თემა ამ ქვეყანაში, მერამდენე საქმე აღიძრა, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. როგორი არის მათ შორის კავშირები, ვიცით. ის მოღვაწეობდა უკრაინაში რამდენიმე ხნის განმავლობაში, დეკანოზი მამალაძე და იქიდან წამოვიდა იმის გამო, რომ ეკონომიკური პრობლემები იყო და მრევლმა, უბრალოდ, ვერ შეინახა. ამ თვალსაზრისით უნდოდათ, რომ დაენახათ კავშირი და გამოიყენებდნენ მას საამისოდ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ "მამა გიორგის სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს, გერმანიაში ჩავიდა მასთან შესახვედრად მიხეილ სააკაშვილი და მიმდინარეობდა მოლაპარაკება".



წყარო: newposts.ge

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE