სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

ჰომოსექსუალობის აკრძალვა და სხვა დისკრიმინაციული წინასაარჩევნო დაპირებები სანდრო ბრეგაძისგან

16-04-2018

ნეონაცისტური დაჯგუფება ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ბრეგაძე On.ge-ს წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. ქართული მარშის ლიდერის პროგრამა ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ პუნქტებს შეიცავს:


ჰომოსექსუალობის და "გარყვნილების პროპაგანდის" აკრძალვა;

მიგრაციის კანონის უკიდურესი გამკაცრება;

ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვა;

სამხედრო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;

საბანკო ტერორის შეჩერება;

ეკლესიის როლის გაზრდა ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

 

ბრეგაძე ამბობს, რომ ის იქნება არა ამერიკისა და რუსეთის, არამედ ქართველი ხალხის საპრეზიდენტო კანდიდატი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მას ექნება პრეზენტაცია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და სპორტის სასახლეში.


სანდრო ბრეგაძის თქმით, მას ისეთივე წინასაარჩევნო პროგრამა ექნება, როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს.


როგორც On.ge-ს ბრეგაძემ უთხრა, მას საპრეზიდენტო კანდიდატურა 5-მა ორგანიზაციამ შესთავაზა. მისივე თქმით, ეროვნულ-ნაციონალისტური იდეოლოგიის მქონე პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.


ქართული მარში ნეონაცისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური იდეოლოგიის დაჯგუფებაა, რომელიც შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით და აგრესიით გამოირჩევა. ქართულმა მარშმა აქციებზე არაერთხელ დაწვა ლგბტ დროშა და ჯორ სოროსის ფიტული. მათ ცოცხალი ქათმები ესროლეს რუსთავი 2-ის შენობას და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.


ქართულმა მარშმა სახალხო პატრულიც შექმნა, რომელიც დისკრიმინაციული მოტივებით აღმაშენებლის გამზირზე, მიგრანტებს ადევნებდა თვალს. ქართული მარში მოითხოვს მართლმადიდებლური რელიგიის პატივისცემას და ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვას.

 

 

 

 

 

 

 

წყარო: NEWS.On.ge




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE