სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას ითხოვს

16-04-2018

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, ასევე, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს. - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა განუცხადა.

"ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. დღის პირველ ნახევარში ჩვენ შევხვდით საქმის პროკურორს, გამომძიებლებს და საგამოძიებო ჯგუფს, ასევე, საოლქო პროკურორს. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ველით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ პროკურატურაში განგვიცხადეს და ჩვენც ვიცით, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს, შესაძლოა გართულდეს სიკვდილის მიზეზის სრულყოფილი შედეგის დადგენა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. ჩვენ გამომძიებლებს ვუთხარით, რომ ვითხოვთ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი. ამასთანავე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვნახეთ, რომ ცხინვალის მხარეს არ გადმოუცია ქართული მხარისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია. ქართველმა სამართალდამცველებმა და გამომძიებლებმა მზაობა გამოთქვეს ჩვენთან, რომ ისინი სამომავლოდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - განაცხადა თამარ ავალიანმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.






წყარო: primetime.ge

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE