სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

რა შემთხვევაშია საჭირო და ვის ევალება შემაკავებელი ორდერის გამოწერა

17-04-2018

საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევები ხშირია. თუმცა საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა, არ იცის როგორ დაიცვას თავი მოძალადისგან.


ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო და ვის ევალება შემაკავებელი ორდერის გამოწერა.


ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.


ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე უპირველესი რეაგირების მოხდენის ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ კი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ვალდებულები არიან მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრის ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, შეტყობინების საფუძველზე, რომელიც დახმარებას უწევს მსხვერპლს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გადაამოწმოს მიწოდებული მოძალადის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და დადასტურების შედეგად მსხვერპლის მოძალადისგან დაცვის მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ასევე ადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.


ამავე კოდექსის 2113 -ე და 2114 -ე მუხლები განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისა და სასამართლოს მიერ შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემის წესს.


,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, - ,,დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.


შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები".


ამდენად, დამცავ და შემაკავებელ ორდერს შორის განსხვავება მის გამომცემ ორგანოებშია, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ხოლო შემაკავებელ ორდერს იღებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი.


დამცავი ორდერი შეიძლება, მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას ითვალისწინებდეს.


დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.


შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.


აქვე გასათვალისწინებელია ფიზიკური ძალადობის სიმძიმე და მნიშვნელობა, რაც განაპირობებს მოძალადის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტს. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.


ცნობისთვის, მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა.






წყარო: imedinews.ge

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE