სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ანალიზების აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17-04-2018

ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღის მშობელი ბაღის ადმინისტრაციასა და მედპერსონალს ბავშვთა უფლებების შელახვასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ბაღის მშობელი ინგა დავითაძე აცხადებს, ბავშვებს პარაზიტებზე ანალიზები აუღეს, რა დროსაც არ იყო დაცული ჰიგიენური პირობები.

ამასთან, მისივე თქმით, ანალიზების აღების დროს ოთახში ბავშვები ერთდროულად შეიყვანეს, რის გამოც ისინი შეშინებული იყვნენ.

ინგა დავითაძემ ბაღში სამართალდამცველები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოიძახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მშობლის ბრალდებებს არ იზიარებს ბაღის ადმინისტრაცია. ბაღის გამგის, მაია ხუხნაიშვილისგანცხადებით, ბავშვებზე ძალადობას ადგილი არ ჰქონდა.

მისივე თქმით, ანალოგიური გამოკვლევები წელიწადში ერთხელ ტარდება და პრეტენზია არავის ჰქონია.

პედაგოგები ადასტურებენ, რომ ანალიზების აღება ჯგუფურად მიმდინარეობდა, გოგონებსა და ვაჟებში ცალცალკე. შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.






წყარო: 2020news.ge

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE