სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თემქაზე მოკლულ 20 წლის გოგოს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული

17-05-2018

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თემქაზე მოკლულ 20 წლის გოგოს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ამ ჭრილობებს შორისაა 20 წლის ანა ნაცვლიშვილისთვის თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები.


ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დამძიმებოდა.


გრიგალაშვილს ახალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს. ბრალის დამძიმების მიუხედავად, ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას გრიგალაშვილის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ოტიაშვილმა განუცხადა, მას უკვე დანიშნული აქვს ალტერნატიული ექსპერტიზები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებს.


„33 ჭრილობაა დადგენილი ექსპერტიზით, თუმცა არის ასევე ერთი ჭრილობა, რომელიც დაუდგენელია თუ რა იარაღითაა მიყენებული. ზოგადად ბრალდებას მტკიცებულებები არ გააჩნია და კვალიფიკაცია რამდენიც უნდა ცვალონ. გაუგებარია რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი და შემდეგ უკვე დაუმძიმეს. ამოღებული დანის ზომები და ჭრილობების ზომები არ ემთხვევა ერთმანეთს. გენეტიკური მასალა არ არის. თითის ანაბეჭდები არ არის და შესაბამისად რითი ამტკიცებენ ბრალს გაუგებარია. მე უკვე დავნიშნე ალტერნატიული ექსპერტიზები სასამართლო სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზები", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.


ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისინებს, თუმცა როგორც ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აირჩევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.


თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


წყარო: interpressnews.ge




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE